воскресенье, 2 февраля 2020 г.

ბატის ხინკალი ეგზოტიკის სფეროა


ბატის ხინკალი ეგზოტიკის სფეროა

ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი
- ხინკლის ფურშეტი . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია
https://fmgroup.ge/  მზარეულების კონსულტაციით


ინგრედიენტები:
     ფქვილი – 1 კგ
     ბატი – 1 ცალი
     კვერცხი – 1 ცალი
     წყალი – 1,5 ჩაის ჭიქა
     მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
      მოზილეთ ხინკლის ცომი: ჯამში ჩაყარეთ ხორბლის ფქვილი  , შუაში ჩააღმავეთ ჩაასხით წყალი ( წყალი უნდა იყის ცივი და მარილიანი),დაამატეთ 1 ცალი კვერცხი და მოზილეთ მაგარი ცომი. გააბრტყელეთ და დაჭერით პატარ-პატარა თანაბარ ნაჭრებად.

      აიღეთ ახალდაკლული ბატის ხორცი დაკეპეთ პატარ-პატარა ნაჭრებად, წინასწარ გამზადებულ ცომში ჩადეთ  და მოახვიეთ.
      ბატის ხინკლისთვის სასურველია გამოიყენოთ ღრმა ტაფა, გამზადებული ხინკლები ჩაალაგეთ ფენა-ფენად  დაასხით წყალი ერთ მესამედზე, დადგით მოსახარშად (უკეთ მოსაშუშად უმჯობესია მჭიდროდ დაახუროთ თავი ). როცა წყალი ამოშრება, ხინკალი  მზადაა.
                    მსგავსი სახეობის ხინკალს ძალიან უხდება ნიორწყალი ან მაწონი.

            ხაჭოს ხინკალი ფურშეტის უცხოელ სტუმრებსაც მოსწონთ

გულსართის შემადგენლობა:
         500 გრ ხაჭო
        2 კვერცხი
              მარილი-გემოვნებითმომზადება:
ხაჭოს ხინკლისთვის გამოიყენება ჩვეულებრივი ქალაქური ხინკლის ცომი.გულსართის მოსამზადებლად კი დაგჭირდებათ შემდეგი პროცედურები :აიღეთ ახალი ხაჭო, შეაზავეთ კვერცხით,მოზილეთ დაამატეთ მარილი. ცომი გააბრტყელეთ და ამოჭერით მრგვალი თანაბარი ნაჭრები, შუა გულში დადეთ 1  . გულსართი, მოუკრით პირი დატკეპნეთ ფრთხილად და  ჩაუშვით მდუღარე მარილწყალში.

Комментариев нет:

Отправить комментарий