Показаны сообщения с ярлыком დამ. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком დამ. Показать все сообщения

четверг, 31 января 2013 г.

ჰეტეროქრომოფილია

ჰეტეროქრომოფილია  (ჰეტერო… + ბერძ.chroma – ფერი, შეფერვა + ფილია), ფეტიშიზმის ნაირსახეობაა, როდესაც სექსუალურ სტიმულს წარმოადგენს პარტნიორის განსხვავებული კანის ფერი.
სექსუალური განტვირთვისათვის  ზოგჯერ სექსუალური პარტნიორის სხეულის ცქერაც კი  შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს (ვუაიერიზმთან თანხვედრისას).
ჰეტეროქრომოფილია უნდა განვასხვავოთ პროსტიტუტების მიერ პარტნიორების შერჩევისაგან, როდესაც პარტნიორის შერჩევა ფერის მიხედვით კი არ ხდება, არამედ გასამრჯელოს სიდიდის მიხედვით.


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

 

რეტიფიზმი

რეტიფიზმი ფეტიშიზმის სახესხვაობაა, როდესაც  ფეტიშის როლს ფეხსაცმელი ასრულებს და დაკავშირებულია სექსუალურ ქცევასთან.  სახელწოდება ფრანგი მწერლის ნიკოლა რეტიფ დე ლა ბრეტონის  მიხედვით დაერქვა, რომელმაც აღწერა ფეტიშიზმის მოცემული სახე მის ნაწარმოებებში.

უფრო ფართო გაგებით რეტიფიზმი ტყავის  ნაწარმის გაფეტიშებას გულისხმობს (ფეხსაცმელი, ქამარი, ხელთათმანები). რიგ შემთხვევაში რეტიფიზმით შეპყრობილი პირები, არ გაურბიან მათთვის სასურველი ნივთის მოპარვასაც (სექსუალური კლეპტომანია) კი.  ერთ შემთხვევაში მათში აღგზნებას მხოლოდ ქალის ფეხზე მჭიდროდ მორგებული ჩექმები იწვევს, მეორენი კი სიამოვნებას  ქალის ფეხიდან ელეგანტური ფეხსაცმლის საკუთარი ხელით გახდისას განიცდიან. ზოგჯერ რეტიფიზმით შეპყრობილ პირებში განსაკუთებული სიძლიერის გრძნობა აღმოცენდება საკუთარი თავისადმი ტკივილის მიყენებით, სწორედ ამ ფეხსაცმლით,  ითხოვენ რა ქალისაგან, რომ ფეხი დაადგან ხელისა და ფეხის თითებზე, მკერდსა თუ სახეზე. სქესობრივი დარღვევები


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

.

воскресенье, 27 января 2013 г.

ნეკროფილია

ნეკროფილია (სინონიმები – ნეკრომანია, ნეკროსადიზმი) მიცვალებულების მიმართ  დაუძლეველი სქესობრივი ლტოლვა. გვხვდება ძალზედ იშვიათად და მხოლოდ მამაკაცებში.

საშინელი ზღაპრები სიკვდილის, მიცვალებულების, საფლავებისა და ვამპირების შესახებ ყველა ბავშვს მოუსმენია და რა თქმა უნდა იწვევს სავსებით გასაგებ შიშისა და განგაშის რეაქციას, თუმცა ასეთი ძლიერი ემოციური დატვირთვა ზოგიერთი მათგანისათვის სასურველი და მიმზიდველი ხდება. ბავშვის ზრდასთან ერთად  კი მსგავსმა მდგომარეობებმა თავის ტვინის განსაზღვრული ნერვული სტრუქტურების აგზნების ზღურბლის დაქვეითებისას შესაძლებელია გამოიწვიოს ეაკულაცია და ორგაზმიც კი, მოხდეს ცნობიერებაში ფიქსაცია. >>>>

ყველაზე ხშირად მსგავსი რამ ფსიქიურად არასრულფასოვან და ავადმყოფ ადამიანებში ხდება. ჩვეულებრივ ნეკროფილიისფორმირებაში თანაარსებობს სადისტური (სადიზმი და ვამპირიზმი)  და მაზოხისტური (მაზოხიზმი) მიდრეკილებები. მკვეთრად გამოხატული ნეკროფილიის  დროს ნეკროფილი განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს მიცვალებულის დანაწევრებით (ბერტრანიზმი) უფრო ხშირად მდედრობითი სქესის პირების, მათი სხეულის ნაწილების საკუთარ სხეულზე მიდებით, რასაც თან ახლავს მასტურბაცია, ზოგჯერ სქესობრივი აქტი. რიგ შემთხვევებში გვამის ცალკეული ნაწილები მიაქვთ თან შემდგომი მსგავსი ქმედებისათვის. ჩვეულებრივ ნეკროფილები იყენებენ მხოლოდ მკვდარ სხეულებს და იშვიათად მიდიან მკვლელობაზე. როგორც ჩანს თვითონ მკვლელობა არ წარმოადგენს ნეკროფილის სქესობრივი გრძნობების სტიმულს, არამედ მათი ფანტაზიები უშუალოდ დაკავშირებულია გვამთან. ნეკროფილიას შეიძლება მივაკუთვნოთ ისეთი შემთხვევები, როდესაც მამაკაცის სექსუალური სტიმულაციისათვის პარტნიორმა უნდა განასახიეროს მიცვალებული: შემოსილია შესაბამისი ტანსაცმლით, არ რეაგირებს პარტნიორის ქმედებებზე. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ნეკროფილიის  ელემენტებს მოიცავს ის შემთხვევებიც, როდესაც მამაკაცი უპირატესობას ანიჭებს  სქესობრივ აქტს მძინარე ქალთან. სასურველ ობიექტთან კონტაქტის გაიოლების მიზნით ნეკროფილები ხშირად ეწყობიან სამუშაოდ მორგებში, სასაფლაოებსა და სხვა მსგავს ადგილებზე. სქესობრივი დარღვევები


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

 

.

ონანოფობია

ონანოფობია  – აკვიატებული შიში ონანიზმის მავნე შედეგების მიმართ, როგორიცაა მაგალითად ერექციის დაქვეითება და იმპოტენცია. ხშირია მამაკაცებში,  აღმოცენდება პაციენტის სურვილის წინააღმდეგ, გამოირჩევა მდგრადობით და არ ექვემდებარება ადამიანის ნებას. ონანოფობიის განვითარება და გავრცელება განაპირობებს არასწორ შეხედულებას ჯანმრთელობაზე ონანიზმის მავნე გავლენის შესახებ, რაც შედეგია სქესობრივი გაუნათლებლობის და სქესობრივი აღზრდის დაბალი დონის.
გავრცელებული მოსაზრება, რომ ონანიზმი სქესობრივ დარღვევებს იწვევს, საფუძველს მოკლებულია.
რაც უფრო გამოხატულია ონანოფობია, მით მეტია დარღვევების განვითარების ალბათობა.
მოზარდობის პერიოდში, როდესაც ახალგაზრდული ჰიპერსექსუალიზმის გამო ძნელია ონანიზმისაგან თავის შეკავება, ონანოფობიამ შეიძლება განაპირობოს პიროვნული დათრგუნვა, გაღიზიანებადობა  და ნევროზის განვითარება. ონანოფობიის პროფილაქტიკა უნდა იყოს აგებული მეცნიერულად დასაბუთებულ სქესობრივი აღზრდის სისტემაზე და განათლებაზე. მკურნალობისას გამოიყენება პიროვნებაზე მოქმედი ფსიქოთერაპიული მეთოდები
. https://www.medgeo.net/2009/05/12/sexology/


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

პარტენოფილია

პარტენოფილია (ბერძ. parthenos – ქალწული + …ფილია),  პედოფილიის ნაირსახეობაა, ლტოლვა ქალწულებისადმი. პარტენოფილია უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში. ითვლება, რომ ამგვარი სწრაფვას საფუძვლად უდევს დაურწმუნებლობა საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებში გამოცდილი ქალთან ურთიერთობისას, პარტნიორის გამოუცდელობისაგან სიამოვნების მიღება და მასწავლებლის როლში გამოსვლის შესაძლებლობა, მოსწავლის მორცხვობისა და მოკრძალების გადალახვა.

ასაკოვან პირებში პარტენოფილია შეიძლება განვითარდეს პოტენციის ინვოლუციური დაქვეითების შედეგად, ხოლო ზოგიერთ ახალგაზრდაში კი ფსიქოსექსუალური განვითარების შეფერხების გამოვლინებაა და სქესობრივი ურთიერთობის მოზარდობისეულ ფორმებზე ფიქსაციაა. 

პარტენოფილები საკუთარი სქესობრივი დაკმაყოფილების ძიებაში ხშირად მუშაობას იწყებენ  მოზარდ გოგონების კოლექტივებში. ჩვეულებრივ პარტენოფილები არიან  მწვრთნელები, პედაგოგები, სამხატვრო ხელმძღვანელები და სხვა. ისინი მიუხედავად დაკავებულობისა, დიდი სიამოვნებით ქმნიან დამატებით წრეებს არასამუშაო საათებში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მათთვის მოსაწონ მოზარდს,  „აღზრდის“ მიზნით ატარებენ სულიერ საუბრებს სქესობრივი ურთიერთობის თემებზე, აწვდიან მათ ეროტიულ და პორნოგრაფიულ ლიტერატურას, ახდენენ შესაბამისი შინაარსის ფილმების დემონსტრირებას. პარტენოფილები  თანდათან უბიძგებენ თავიანთ მსხვერპლს უფრო თამამმი საქციელის ჩადენისაკენ. https://www.medgeo.net/2009/05/12/sexology/


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

пятница, 25 января 2013 г.

მაზოხიზმი

მაზოხიზმი  (ავსტრიელი მწერლის ზახერ-მაზოხის მიხედვით, რომლემაც აღწერა სქესობრივი დარღვევის ეს სახე, სინონიმები – ალგომანია, ალგოფილია, პასივიზმი), სქესობრივი გარყვნილების სახეა, როდესაც სქესობრივი აღგზნებისა და დაკმაყოფილების მისაღწევად აუცილებელია პარტნიორისაგან  ტკივილის მიყენება ან მორალური დამცირება. სპეციალისტების უმეტესობა თვლის,  რომ ფიზიკური ტკივილი მაზოხისტისთვის არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ უფრო მეტად ესაა სურვილი, დაემორჩილოს სხვის ნებას, იგრძნოს პარტნიორის ძალაუფლება, სიამოვნება განიცადოს საკუთარი მორჩილებითა და უსუსურობით. როგორც ჩანს ამის მიზეზი ერთხელ უკვე განცდილი სისუსტე, დაუცველობა, ღირსების შელახვა, ძალადობაა, რომელმაც ძლიერი ემოციური გავლენა მოახდინა ადამიანის ფსიქიკაზე და  საფუძველად დაედო  მსგავსი მაზოხისტური სქესობრივი განცდის ფორმირებას.

ზოგადად მიღებულია ქალის პასიურ სქესობრივ პარტნიორად მიჩნევა, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად მამაკაცია სწორედ სიახლოვის ინიციატორი, მის ქმედებაში კი არცთუ იშვიათია სადისტური ელემენტები. შესაბამისად ქალის სექსუალობას გარკვეული მაზოხისტური მიმართულება აქვს, რაც სხვადასხვა ხარისხითაა გამოხატული.მაზოხიზმის ხარისხი დამოკიდებულია სქესობრივ პარტნიორზე, ადამიანი მიდის ყოველგვარ მსხვერპლზე, იმისთვის, რომ  არ დაკარგოს პარტნიორი, ამასთან, მით მეტ სექსუალურ სიამოვნებას განიცდის, რაც მეტად დომინირებს პარტნიორი, რაც მეტად ამცირებს მაზოხისტს.

მაზოხიზმის სახეებიდან გამოყოფენ აზრობრივ მაზოხიზმს, როდესაც ადამიანის წარმოსახვაში ვითარდება სცენები, დამცირების, დაშინების და ა.შ. სიმბოლური მაზოხიზმის დროს ინდივიდის მოქმედება არაპროგნოზირებადია და გაუგებარია ირგვლივმყოფებისათვის. მაგალითად ცოლიანი მამაკაცი მიდის  მეგობარ ქალთან, რომელიც ირგებს შეშინებული ქალის  როლს და თითქოს მისი მეუღლე ეს ესაა უნდა მოვიდეს,  იძულებულია მამაკაცი დაამწყვდიოს კარადაში ხანგრძლივი დროით. კარადიდან განთავისუფლების შემდეგ კი  მამაკაცი შედეგით საკმაოდ კმაყოფილი ბრუნდება სახლში. მიუხედავად ამისა მაზოხისტი არ ისწრაფვის ტანჯვისაკენ, მაგრამ განსაზღვრულ სიტუაციებში ტკივივილის ინტენსიფიცირება ესაჭიროება, რომ  ტკივილის მოხსნის შემდეგ განიცადოს კმაყოფილება.

მაზოხიზმი  უდაოდ ნორმიდან გადახრაა, თუმცა აქვს არსებობის უფლება იმ პირობით, რომ ზიანს არ მიაყენებს გარშემომყოფებს, არ გადავა ტკივილის ზღურბლს და არ შექმნის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს, არ ხელყოფს პიროვნების უფლებებს, არამედ უბრალოდ სექსუალური თამაშის ელემენტს წარმოადგენს. სქესობრივი დარღვევები


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

მესალინიზმი

მესალინიზმი (რომის იმპერატორის მეუღლის კლავდია მესალინის სახელის მიხედვით, რომელიც ცნობილი იყო გარყვნილებით, ძალაუფლების სიყვარულით, სისასტიკით) ქალის სექსუალური ქცევის ფორმაა, რაც სქესობრივი პარტნიორების ცვლამ შესაძლებელია პათოლოგიური მასკულინიზაციაც განაპირობოს და გამოვლინდეს ნაადრევი სქესობრივი მომწიფების სინდრომით. პარტნიორის ხშირ ცვლაში გამოიხატება.

მესალინიზმის რამდენიმე სახეს  განასხვავებენ: ფრიგიდული (ქალი, რომელიც იტანჯება ანორგაზმიით – სრული პირველადი ფრიგიდულობით, იცვლის პარტნიორებს ორგაზმის განცდის იმედით), ნიმფომანიური (სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება, ახალ – ახალი ორგაზმის მოთხოვნილება), სპორტული, დონჟუანობასთან ახლოს მდგომი (გამოირჩევა აღვირახსნილობით, ამორალური ქცევით და ცდილობს დაამყაროს საკუთარი „გამარჯვებების“თავისებური რეკორდი), მერკანტილური, რომელიც არ განსხვავდება პროსტიტუციისაგან (სქესობრივი კონტაქტის დამყარება ნებისმიერ პირთან გასამრჯელოს სანაცვლოდ). მესალინიზმის ზოგიერთი ფორმა გადის მისი გამომწვევი მიზეზის (ფრიგიდულობა ან ნიმფომანია) მკურნალობის შემდეგ. https://www.medgeo.net/2009/05/12/sexology/ 


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

четверг, 17 января 2013 г.

ზოოფილია

ზოოფილია

ზოოფილია (სინონიმი – ბესტიალიზმი, ზოოერასტია, სოდომია) სქესობრივი ლტოლვა ცხოველებისადმი და სქესობრივი დაკმაყოფილების მიღწევა მათთან სექსუალური კონტაქტით. ზოოფილია უპირატესად გვხვდება მეცხოველეობის რაიონში, სადაც მამაკაცების ნაწილი ხანგრძლივადაა მოწყვეტილი ქალების საზოგადოებას, სადაც აკრძალულია ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა.
შემთხვევათა უმეტესობაში ზოოფილია ჩანაცვლებით პერვერსიას წარმოადგენს. ჩვეულებრივ ადამიანს არ უჩნდება ცხოველების მიმართ მდგრადი სქესობრივი ლტოლვა და ნორმალური სქესობრივი ურთიერთობისას მსგავსი კონტაქტი წყდება. ზოოფილია ძირითადად აღინიშნება მამაკაცებში, ნაკლებადაა გავრცელებული ქალებში, კუნილინგუსის ფორმით ძაღლებთან და კატებთან, იშვიათად – კოიტუსის სახით.


ზოოფილია – (ზოო… და ბერძ. philia – სიყვარული სინონიმები – ბესტიალიზმი, ბესტიოფილია, ზოოერასტია, სოდომია) სქესობრივი ლტოლვა ცხოველებისადმი და მათთან სქესობრივი მოქმედება სქესობრივი დაკმაყოფილების მისაღწევად. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

суббота, 12 января 2013 г.

ვამპირიზმი

ვამპირიზმი („ვამპირი“ – ხალხური გადმოცემით მიცვალებული, რომელიც საფლავიდან დგება და  მძინარე ადამიანს  სწოვს სისხლს), სექსუალური გარყვნილების სახეა, როდესაც სადიზმი შერწყმულია ფეტიშიზმთან, ფეტიშს კი წარმოადგენს პარტნიორის სისხლი.
ვამპირიზმის ელემენტები შეიძლება შეგვხვდეს იმ პირებში, რომლებიც პარტნიორის გაკაწვრის ან კბენისას გამოსული სისხლის წვეთი  სასიამოვნო  შეგრძნებას აძლიერებს, ძველ სექსოლოგიაში აღწერილია შემთხვევები, როდესაც მამაკაცი შეგნებულად ჩხვლეტს ან  ჭრილობას აყენებს  სქესობრივ პარტნიორს  ამ მიზნით.
ვამპირიზმის შედარებით მსუბუქი ფორმისას სქესობრივ  აქტს ახლავს წარმოსახვითი სისხლის დენა. არცთუ იშვიათად ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში აღინიშნება საკუთარი სისხლის დანახვისას ავხორცული შეგრძნებები, რაც შეიძლება მივიდეს ერექციამდე და ეაკულაციამდეც კი.
ვამპირიზმს შეიძლება მივაკუთვნოთ ქალის არამოტივირებული მკვლელობაც, ასეთ შემთხვევაში სისხლის დანახვა შესაძლოა სქესობრივი ურთიერთობის მაგივრობას სწევს. საბედნიეროდ ვამპირიზმი ძალიან იშვიათად აღინიშნება.


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

 

четверг, 10 января 2013 г.

პოლიორქიზმი

პოლიორქიზმი (პოლი… + ბერძ. orchis – სათესლე ჯირკვალი), მამაკაცის სასქესო ორგანოების  უკიდურესად იშვიათი ანომალიაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ორზე მეტი სათესლე ჯირკვლის არსებობა. დამატებითი სათესლე ჯირკვალი შეიძლება მდებარეობდეს მუცლის ღრუში, როგორც სათესლის დანამატი, ასევ თესლგამომტანი სადინარი, ჩვეულებრივ განუვითარებელია.

პოლიორქიზმის დროს ნორმალურად განვითარებული სათესლე ჯირკვლების არსებობისას სასქესო ფუნქცია არაა შეცვლილი. პოლიორქიზმის დიაგნოსტიკა დაფუძნებულია სათესლის პარკის პალპაციაზე, ბიოფსიაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ნაჩვენებია დამატებითი სათესლე ჯირკვლების ქირურგიული მოცილება, მათი სიმსივნური  გადაგვარებისადმი მიდრეკილების გამო. პოლიორქიზმის დროს სქესობრივი ფუნქციისა და შვილოსნობის  მხრივ პროგნოზი კეთილსაიმედოა. სქესობრივი დარღვევები


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

.

пятница, 16 ноября 2012 г.

ავტომონოსექსუალიზმი

ავტომონოსექსუალიზმი

სპეციალისტების უმეტესობა ავტომონოსექსუალიზმს აიგივებს ნარცისიზმთან, თვლიან რა მათ სინონიმებად. თუმცა პოლონელი სექსოლოგი კ.იმენილსკი ავტომონოსექსუალიზმში მოიაზრებს მდგომარეობას, როდესაც საკუთარი სხეული თამაშობს ფეტიშის როლს მხოლოდ შესაბამის ტანსაცმელში (ხშირად ქალის ტანსაცმელში) ან პოზაში, რომელიც საპირისპირო სქესის სხეულის იმიტაციას ახდენს, რომელთანაც ავტომონოსექსუალი წარმოდგენაში ახორციელებს  სექსუალურ ქმედებას, რასაც არცთუ იშვიათად თან ახლავს მასტურბაცია.


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

 

пятница, 26 октября 2012 г.

ალტრუიზმი

ალტრუიზმი

სქესობრივი ალტრუიზმი (ფრანგ. Altruism, ლათ. alter – სხვა) ქცევის ზნეობრივი პრიციპია,  სექსუალურ ურთიერთობებში ეგოისტური ტენდენციის დათრგუნვით ხასიათდება, ეს არის უანგაროდ გაწეული სამსახური ახლო  ადამიანისათვის, პარტნიორის  ინტერესების გამო საკუთარის უგულვებელყოფისადმი მზადყოფნა. ალტრუიზმი ჰარმონიული სქესობრივი ცხოვრების საწინდარია, როდესაც მეორე პარტნიორშიც იწვევს საპასუხოდ ამგვარი ქცევის მოთხოვნილებას. ტერმინი ფრანგმა ფილოსოფოსმა ო.კონტიმ შემოიღო, რომელმაც მოცემული პრინციპი დაუდოს საფუძვლად მის მიერ მოწოდებულ ეთიკურ სისტემას. კონტის შეხედულებების თანახმად, საზოგადოების ეთიკური სრულყოფა შესაძლოა განხორციელდეს ადამიანებში სათანადო აღზრდისა და მათში  ალტრუისტული ქცევის განვითარებით, რაც უნდა შეეწინააღმდეგოს მათში ბუნებრივ ეგოისტურ საწყისს და დააქვეითოს მისი დონე.

საექიმო პრაქტიკა ადასტურებს, რომ სქესობრივი ეგოიზმი არცთუ იშვიათად განსაზღვრავს პარტნიორების სქესობრივი ცხოვრების დისჰარმონიას და საბოლოო ჯამში განაპირობებს ნერვული სისტემის მხრივ რეაქციებსა და სექსუალურ დარღვევებს. ამასთან დაკავშირებით სქესობრივი აღზრდის ერთერთი  აქტუალური ამოცანაა ადამიანების ცნობიერებაში სქესობრივი ალტრუიზმის ჩანერგვის პროპაგანდა, რაც გულისხმობს პარტნიორის თავისებურებებისა და უპირატესობების ცოდნას, რაც განაპირობებს წყვილების ინტიმური ურთიერთობების ჰარმონიულობას.


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!